Wednesday, 4 November 2015

დღე მეცხრე:დავამთავრეთ ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ და ბლოგზე ავტვირთეთ ყველა ჩვენი ნამუშევარი.
დღე მერვე: ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,აგრეთვე დავასრულეთ მუშაობა შაბლონზე.

Wednesday, 28 October 2015

ტრენინგის მე-7 დღე

ეს დღე ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება,ატვირთვა.გავიხსენეთ სურათების გადმოტანა.

Wednesday, 21 October 2015

ტრენინგის მე-5 დღე

სანტერესო დღე  იყო.ვისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და ატვირთვა.ვიმუშავეთპროექტის გეგმის სრულყოფაზე. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები და ა.შ.

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, 28 May 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი
თემა


ამერიკის აღმოჩენა
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური მე-4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი

8-მოსწავლე(კლასში არ არის სსსმ მოსწავლე)

გაკვეთილის მნიშვნელობა
დაეუფლონ რუკაზე და გლობუსზე დამოუკიდებლად

მუშაობას.ინტერესი გაუჩნდეთ საძიებო სამუშაოსადმი. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები: კომუნიკაციის უნარი, მსჯელობის უნარი, ინფორმაციის მოძიების უნარი,
გაკვეთილის მიზნებიდა შედეგები

ბუნ.IV.6 მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა

მოსწავლეს შეეძლოს ამერიკის კონტინენტის მოძებნა რუკაზე და გლობუსზე. შეეძლოს ინტერნეტის საშუალებით ამერიკის კონტინენტის დათვალიერება და მისი ეკონომიკური მაჩვენებლები.
წინასწარი ცოდნა
კონტინენტების ცოდნა. კომპიუტერთან მუშაობა. დანარჩენი კონტინენტების მოძებნა რუკაზე და გლობუსზე.
შეფასების საგანი პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით(განმსაზღვრელი შეფასება)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
რუკა, გლობუსი,წიგნი,ცარცი,დაფა,კონტურული რუკები,კოლუმბისა დავესპუჩის სურათები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ა ფაზა - გამოწვევა - 10 წუთი
კლასის ორგანიზება.
წინა გაკვეთილის გამოკითხვა კითხვების საშუალებით
გონებრივი იერიში. მასწავლებელი სვამს კითხვებს ინტერესის გსაღვივებლად:
 1.რა არის კონტინენტი,
2. ზოგადად რა იციან ამერიკის შესახებ.

ბ ფაზა(შინაარსის კონსტრუირება) - 30 წუთი


ახალი მასალის ახსნა ტექნიკური მასალის გამოყენებით.
გაკვეთილს ვიწყებ საუბრით:ამერიკის კონტინენტის შესახებ. შემდეგ ვაჩვენებ მოკლე ვიდეო  ფრაგმენტს ამერიკის აღმოჩენაზე.
ვაჩვენებ ქრისტეფორე კოლუმბისა და ამერიკო ვესპუჩის სურათებს. რუკაზე ვაჩვენებ  კოლუმბის მოგზაურობის მარშრუტს,
ავუხსნი ,როგორ აღმოაჩინა კოლუმბმა ახალიკონტინენტი და ეგონა ინდოეთი. შემდეგ წაუკითხავ ტექსტს და ამის შემდეგ სამ ბავშვს წავაკითხებ მთლიან ტექსტს.შემდეგ უსვამ კითხვებს.  ვინ აღმოაჩინა ამერიკის კონტინენტი? რომელმა მოგზაურმა დაადგინა რომ ეს არ იყო ინდოეთი  და ეს იყო ახალი კონტინენტი.რატომ ეწოდა ამერიგოს მიწები? ამის შემდეგ ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას და ვაძლევ საშინაო დავალებას.მოიძიონ სხვა ინფორმაცია ამერიკის შესახებ და მეორე დღეს წარმოადგინონ. 

ც ფაზე(შეჯამება)- 5 წუთი
ახალი გაკვეთილის შეჯამება(შესაბამისი კითხვების დასმით)
საშინაო დავალების მიცემა            



პრეზენტაცია